კორონავირუსი
თბილისის შემდეგ, კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 24 646 ადამიანი გამოიკვლიეს და გამოვლინდა ინფიცირების 529 ახალი შემთხვევა. აქედან, 78 სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოში Covid 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 282 789-ს.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 326 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 273 930-მდე.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 5 035 აქტიური შემთხვევიდან 1 756  ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული. მათ შორის სამეგრელო - ზემო სვანეთის კლინიკებში 162 ადამიანი მკურნალობს.

კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 13 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსს ჯამში 3 798 პირი ემსხვერპლა.
Print