კორონავირუსი
სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 176 პაციენტიდან 11 მძიმედაა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 176 ადამიანი მკურნალობს, აქედან 11 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ამავე ცნობით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 66 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის, მძიმეა 7 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ფოთის ჰოსპიტალში 40 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის 4 მძიმედაა.

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 4 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული.

აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 28 პირი გადის მკურნალობის კურსს.

სენაკის "ლაზიკა მედში" კი 38 პაციენტი იმყოფება.

რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან კიდევ 21 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

საკარანტინო სივრცეში 74 პირი იმყოფება.

Print