კორონავირუსი
აბაშის მკვიდრი კორონავირუსით გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით კორონავირუსით 1 ადამიანი გარდაიცვალა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 60 წლმდე ქალი აბაშის მკვიდრია. ის ქუთაისის კოვიდკლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს.

სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ამ ეტაპზე 265 ადამიანი მკურნალობს. მათგან 15-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 62 პირი. საკარანტინო სივრცეებში 64 ადამიანი იმყოფება.
Print