კორონავირუსი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ 73 პირს დაუდასტურდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით,ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 818 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან, სამეგრელო - ზემო სვანეთიში 73 დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 822 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 197 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 625 PCR ტესტით.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 783 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 280 915-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 939 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 818 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 465 შემთხვევა, აჭარა - 75, იმერეთი - 57, ქვემო ქართლი - 46, შიდა ქართლი - 29, გურია - 18, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 73, კახეთი - 25, მცხეთა-მთიანეთი - 18, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 478, საიდანაც: 2 982 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 310 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 262, ხოლო აჭარაში - 3.

სულ 6 ოქტომბრიდან - 17 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 432 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 452 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8 317 პირი, აჭარაში - 2 314, იმერეთში - 1 180.
Print