კორონავირუსი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 80 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 9 750 ადამიანი გამოიკვლიეს და გამოვლინდა ინფიცირების 578 ახალი შემთხვევა. სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ 80 ადამიანს დაუდასტურდა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 295 936-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 659 პირი, მათ შორის სამეგრელო - ზემო სვანეთში 56 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 281 574-მდე.

კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 949 პირი ემსხვერპლა.

Print