სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 254 პაციენტიდან 19 მძიმედაა
11:18 / 05.05.2021
სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ბოლო მონაცემებით 254 ადამიანი მკურნალობს. მათგან მძიმეა 19 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც რუხის საავადმყოფოში გადის მკურნალობის კურსს.
სულ აღნიშნულ კოვიდკლინიკაში 131 ინფიცირებულია მოთავსებული.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფოთის ჰოსპიტალში 39 კოვიდინფიცირებული რჩება. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 24 პაციენტია მოთავსებული, ხოლო სენაკის "ლაზიკა მედში" 60 პირი აგრძელებს მკურნალობას.
რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან კიდევ 76 ადამიანი გამოჯანმრთელდა. საკარანტინო სივრცეში 11 მოქალაქე რჩება.

მასალის გამოყენების პირობები