კორონავირუსი
სამეგრელოს კოვიდცენტრებში 291 პირი მკურნალობს, რუხის კლინიკაში 22 პაციენტი მძიმედაა
სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ბოლო მონაცემებით 291 ადამიანი მკურნალობს. რუხის საავადმყოფოში 22 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სულ აღნიშნულ კოვიდკლინიკაში 159 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდინფიცირებული რჩება. აბაშის "ევექსის" კლინიკაში 28 პაციენტია მოთავსებული, სენაკის "ლაზიკა მედში" 52 პირი აგრძელებს მკურნალობას, ხოლო "სენამედში" 12 პაციენტი იმყოფება.

სამეგრელოში კორონავირუსისგან კიდევ 63 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გამოვლინდა ინფიცირების 73 ახალი შემთხვევა. საკარანტინო სივრცეში 8 მოქალაქე რჩება.



Print