კორონავირუსი
სამეგრელოში-ზემო სვანეთში კორონავირუსის 102 ახალი შემთხვევაა
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე ტესტირება 39 697 პირს ჩაუტარდა და დადასტურდა ინფიცირების 1 015 ახალი შემთხვევა. აქედან 102 სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა.

რეგიონის მასშტაბით არსებულ კოვიდკლინიკებში 272 ინფიცირებული მკურნალობს. მძიმეა რუხის კოვიდკლინიკაში 8, ხოლო სენაკის "ლაზიკა მედში" კი 1 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. 

სამეგრელო-ზემო სვანეთში Covid 19-გან კიდევ 119 პირი გამოჯანმრთელდა. 

საკარანტინო სივრცეში 28 ადამიანი იმყოფება.


Print