კორონავირუსი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ 44 ადამიანს დაუდასტურდა
საქართველოში კორონავირუსის ახალი 1026 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 44 - სამეგრელო-ზემო სვანეთში.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 381 პირი, გარდაიცვალა კიდევ 12 ინფიცირებული.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულია 10 063 ადამიანი, საიდანაც 2 907 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა  369 048, ჯამში გამოჯანმრთელდა 353 612 ინფიცირებული, კორონავირუსს კი 5 347 პირი ემსხვერპლა.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე მონაცემები დღეს დაგვიანებით გამოქვეყნდა.
Print