კორონავირუსი
კორონავირუსით რუხის კლინიკაში გალის მკვიდრი გარდაიცვალა
სამეგრელო -ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონის მასშტაბით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 70 წლამდე მამაკაცი გალის მკვიდრია. ის რუხის საავადმყოფოში მკურნალობდა.

ამ ეტაპზე აღნიშნულ კლინიკაში მკურნალობის კურსს სულ 134 პაციენტი გადის. მათგან 25 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. რეგიონის ხუთ კოვიდკლინიკაში სულ 234 პაციენტია მოთავსებული.

დღის განმავლობაში 46 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 89 დაინფიცირდა.
Print