კორონავირუსი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 156 ადამიანს დაუდასტურდა
საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 156 სამეგრელო-ზემო სვანეთში. ქვეყანაში COVID 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 517 098-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 5 200 ინფიცირებული, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 453 488 -მდე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 60 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 831 პირი ემსხვერპლა.

Print