ერთობლივი ინტერვიუ გაერთიანებული სამეფოს ელჩთან საქართველოში - გარეტ უორდთან და რუმინეთის ელჩთან საქართველოში - რაზვან როტუნდუსთან
14:17 / 07.05.2025
ცოტა ხნის წინ, სამეგრელოს სტუმრობდნენ გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში - გარეტ უორდი და რუმინეთის ელჩი საქართველოში - რაზვან როტუნდუ. ზუგდიდში ვიზიტის ფარგლებში, ელჩებმა ერთობლივი ინტერვიუ მისცეს რადიო "ათინათს".
მათ ისაუბრეს ჩვენს რეგიონში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე, ბრიტანულ - ქართული და რუმინულ - ქართული სტრატეგიული პარტნიორობისა და მეგობრობის ისტორიაზე, ასევე იმაზე, თუ რა მიმართულებებით ვითარდება ამ ეტაპზე ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა; საქართველოს გამოწვევებზე, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების ფონზე, გაერთიანებული სამეფოს და რუმინეთის, როგორც ნატოს საკონტაქტო საელჩოების ფუნქციებსა და მიზნებზე, იმაზე, თუ როგორ გაგრძელდება, ამ სახელმწიფოების მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა, ხელისუფლების მხრიდან გადადგმული შესაბამისი ნაბიჯების პირობებში;
ელჩებმა ხაზი გაუსვეს, საქართველოს, როგორ შავი ზღვის რეგიონის ერთ - ერთი აქტორის პოტენციალს და მნიშვნელობას;
მათ ასევე ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშე დგას დღეს დემოკრატიული სამყარო, ევროკავშირი და ევროპის ქვეყნები, მათ შორის, უკრაინის ომის და სხვა მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე.
გარეტ უორდი - დიდი მადლობა მოწვევისთვის. მიხარია, რომ აქ ვარ ჩემს მეგობართან და კოლეგასთან, რუმინეთის ელჩთან, რაზვანთან ერთად. მართალი ხართ, ეს ჩემი პირველი ვიზიტია ზუგდიდსა და სამეგრელოში. მე რამდენიმე კონკრეტული მიზანი მაქვს. მინდა ვესაუბრო იმ ადამიანებს, რომლებიც პროექტების ბენეფიციარები არიან. ისინი საზოგადოებრივ ინიციატივებზე მუშაობენ. მინდა მეტი გავიგო ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად არსებული სიტუაციის შესახებ. ასევე მინდა ვესაუბრო სტუდენტებს, განსაკუთრებით კი საქართველოს ნატოსთან ურთიერთობის თემაზე. და ბოლოს, რა თქმა უნდა, მინდა ვნახო ეს ქალაქი და ვეძებო ახალი შესაძლებლობები, კერძოდ, ტურისტული შესაძლებლობები. ჩვენ გვინდა მეტი ბრიტანელი წავახალისოთ, რომ ეწვიონ საქართველოს და ნახონ სამეგრელო.
რადიო ათინათი - იგივე შეკითხვა მაქვს თქვენთანაც, ბატონო ელჩო. ეს თქვენი პირველი ვიზიტია სამეგრელოს რეგიონში? რა გეგმები გაქვთ?
რაზვან როტუნდუ - ეს ჩემი პირველი ვიზიტი არ არის სამეგრელოში, მაგრამ ყველაზე ხანგრძლივია. სამეგრელო რუმინეთის სანაპიროსთან ყველაზე ახლოს მდებარე რეგიონია. ვგულისხმობ შავი ზღვის მთელ საქართველოს სანაპიროს. კონსტანცა და ფოთი პარტნიორი ქალაქებია და ველით ამ პარტნიორობის განვითარებას. მოხარულები ვართ, რომ ფოთსა და კონსტანცას შორის საბორნო მიმოსვლა დაიწყო და სრულად ფუნქციონირებს. ვფიქრობ, ეს ჩვენი ურთიერთობებისთვის ძალიან კარგი საფუძველია.
რადიო ათინათი - გაერთიანებული სამეფოს და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები 30 წელზე მეტს ითვლის, როგორ შეაფასებდით ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მეგობრობის ხანგრძლივ ისტორიას? რა მიმართულებებით ვითარდება ამ ეტაპზე ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა?
გარეტ უორდი - დიახ. ჩვენ 33 წელია დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს. რა თქმა უნდა, პირველი ქართული რესპუბლიკის დროსაც გვქონდა დიპლომატიური ურთიერთობა. ჩვენი თანამშრომლობის სამი ძირითადი მიმართულება არსებობს. პირველი არის პოლიტიკური კონტაქტები და უნდა ვთქვა, რომ ამ ეტაპზე ეს საკმაოდ რთულია, რადგან არის რამდენიმე საკითხი, რაც გვაშფოთებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მრავალპარტიულ დემოკრატიას და სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში. ვიცით, რომ არსებობს სირთულეები, რომლებზეც შემიძლია უფრო დეტალურად ვისაუბრო, თუ გსურთ. თუმცა, თანამშრომლობის სხვა სფეროები ეკონომიკურ სფეროს ეხება და დიდი ბრიტანეთი მთავარი ინვესტორია საქართველოში. ძირითადი ინვესტიციები ფინანსური მომსახურების სექტორშია. და ბოლოს, განათლება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, ცხადია, ჩვენ ვუწყობთ ხელს ქართველი სტუდენტების სწავლას დიდ ბრიტანეთში. ასევე ვეხმარებით ინგლისური ენის სწავლის შესაძლებლობებს საქართველოში, ხელს ვუწყობთ საქართველოს უნივერსიტეტებს, რომ უფრო მეტად გავიდნენ საერთაშორისო დონეზე.
რაზვან როტუნდუ - დიდი მადლობა. მართლაც, მიტროპოლიტი ანთიმოზი მნიშვნელოვანი სიმბოლოა რუმინეთისა და საქართველოს ორივე ეკლესიისთვის. მნიშვნელოვანი მხოლოდ იმით არ იყო, რომ რუმინეთში იმყოფებოდა. ის იყო პირველი, ვინც მე-18 საუკუნეში ბუქარესტს და თბილისს შორის დიპლომატიური ურთიერთობა გამართა და ვინც პირველი ქართული წიგნები დაბეჭდა თბილისში. 2018 წელს ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 300 წელი აღვნიშნეთ. ჩვენ ვაღიარეთ პირველი რესპუბლიკა. ძალიან ვამაყობ, რომ ჩვენ ვიყავით პირველი ქვეყანა, რომელმაც 1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. ეს კარგი დრო იყო ცვლილებებისთვის. ჩვენმა საელჩომ მოსკოვში პირველმა გააკეთა განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროში. ეს იყო პრესრელიზი რუსულ ენაზე. ორიგინალი დოკუმენტი საელჩოში ინახება. მას შემდეგ შესანიშნავი ურთიერთობები გვქონდა. იყო რუმინეთის პრეზიდენტების ვიზიტები აქ, საქართველოს პრეზიდენტების ვიზიტები რუმინეთში. დავიწყეთ კონტაქტები უსაფრთხოების და პოლიტიკურ საკითხებში. და ეს ახლაც გრძელდება. ახლა გვაქვს ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივა. რა თქმა უნდა, გარეტის მიერ ნახსენებ საკითხებში ევროკავშირის და ნატოს წევრობის შესახებ ჩვენ ვიზიარებთ დიდი ბრიტანეთის შეშფოთებას, რაც საქართველოში მომხდარ ზოგიერთ ცვლილებასთან არის დაკავშირებული. შეგვიძლია ამაზეც ვისაუბროთ.
რადიო ათინათი - როგორც თქვენ თქვით, გაერთიანებული სამეფო წლების განმავლობაში მხარს უჭერდა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას და ევროინტეგრაციისკენ სვლას. ამ კონტექსტში რა დახმარებას უწევდა გაერთიანებული სამეფო ათეული წლების განმავლობაში საქართველოს?
გარეტ უორდი - დიახ, ვფიქრობ, ღირს გამეორება, რომ დიდი ბრიტანეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენ ვიცით ტაქტიკა და ზეწოლა, რომელსაც რუსეთი ახორციელებს საქართველოზე. განსაკუთრებით, თუ როგორ ახდენს ის ზეწოლას, ოკუპაციას და კონტროლს აფხაზეთზე. დროთა განმავლობაში დიდმა ბრიტანეთმა განავითარა ძალიან ძლიერი თავდაცვისა და უსაფრთხოების ურთიერთობა საქართველოსთან. ჩვენ ვუჭერთ მხარს წვრთნებს, ვუჭერთ მხარს ახალ შესაძლებლობებს, რათა საქართველომ შეძლოს თავდაცვა და აირჩიოს თავისი მოკავშირეები უსაფრთხოებისთვის, რათა მას ჰქონდეს ინფორმაცია სიტუაციისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ. ჩვენ ვიცით რა ჰიბრიდული ტიპის მეთოდებს იყენებს რუსეთი საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში, რა თქმა უნდა. ევროპაშიც არის კიბერშეტევები, დივერსია და საინფორმაციო ზეწოლა. ასე რომ, ეს არის ის სფეროები, რომლებშიც ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან მისი მდგრადობის გასაუმჯობესებლად.
რადიო ათინათი - რუმინეთი ის სახელმწიფოა, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებს; რუმინეთი ევროკავშირის წევრი პირველი სახელმწიფოა, რომელმაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებების რატიფიცირება მოახდინა. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე რუმინეთმა მხარი დაუჭირა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებას. თქვენმა სახელმწიფომ არაერთხელ დაადასტურა რუმინეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მათ შორის, 2022 წლის დეკლარაციით, „საქართველოსა და რუმინეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ჩამოყალიბების თაობაზე". ამ გზაზე, თქვენ რა ეტაპებს გამოყოფდით, როგორც ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერი?
რაზვან როტუნდუ -როგორც აღნიშნეთ, რუმინეთი მუდმივად უჭერდა მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას, ასევე მის უფლებას, აირჩიოს პოლიტიკური და სამხედრო მოკავშირეები. ჩვენ ასევე გვაქვს ორმხრივი თანამშრომლობა თავდაცვის საკითხებში. რუმინეთი ასევე მუდმივად უჭერდა მხარს ნატო-საქართველოს სპეციალური პაკეტის პროგრამას. ასევე, რუმინეთი მხარს უჭერდა ყველა ინიციატივას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. რა თქმა უნდა, 2008 წლის ომის შემდეგაც რუმინეთი იყო ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი საქართველოსთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარების მიმართულებით. ამიტომ, ვფიქრობ, რომ რუმინეთის მხრიდან მუდმივი მხარდაჭერა ბოლო ათწლეულების განმავლობაში ფაქტებით დადასტურდა. რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული კონტაქტების გაგრძელება და დამყარება.
რადიო ათინათი - მინდა გკითხოთ მიმდინარე სიტუაციის შესახებ. ბატონო ელჩო, იმ პერიოდში, რაც აქ ხართ, თქვენ გქონდათ შესაძლებლობა დაკვირვებოდით ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, პროევროპულ პროტესტებს, რაც მოჰყვა ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებას, მედიაზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლის პირობებში, რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო?
გარეტ უორდი - მე ვფიქრობ, რომ საქართველო ორი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას და საქართველო მარტო არ დგას ამ გამოწვევების წინაშე. ევროპაში ევროპის უსაფრთხოების კუთხით ძალიან დაძაბული სიტუაციაა. რა თქმა უნდა, მთავარი პრობლემა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრაა. დიდი ბრიტანეთისა და სხვა მრავალი ევროპული ქვეყნისთვის ნომერ პირველი ამოცანაა უზრუნველყოს უკრაინაში მდგრადი და სამართლიანი მმართველობა, რაც უკრაინას სუვერენიტეტს შეინარჩუნებს. საქართველო ასევე დგას უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და რუსეთისგან თავდაცვის გამოწვევის წინაშე. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა დემოკრატიული ინსტიტუტები. საქართველოს დასავლეთში ძლიერი რეპუტაცია აქვს მრავალპარტიული დემოკრატიის რეფორმირებისა და მშენებლობის გამო. თუმცა, ბოლო პერიოდში მისი რეპუტაცია შეირყა. განსაკუთრებით გვაშფოთებს სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლა. გვაშფოთებს, რომ დამოუკიდებელ მედიას ავიწროებენ და დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოში მომავალი არჩევნები თავისუფალი, სამართლიანი და მრავალპარტიული იქნება. მრავალპარტიული დემოკრატია აუცილებელია იმისთვის, რომ ევროპული ოჯახის ნაწილი გახდე.
რადიო ათინათი - ბატონო ელჩო, თქვენ როგორ აფასებთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაპაუზების ფონზე, მაშინ, როდესაც გამოკითხვები უჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა მომხრეა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის; თქვენ ხედავთ უწყვეტ პროევროპულ აქციებს, როგორ გაგრძელდება, რუმინეთის მხარდაჭერა, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების გააქტიურების თვალსაზრისით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის და მსოფლიოში მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე?
რაზვან როტუნდუ - დიდი მადლობა. სრულიად ვეთანხმები გარეტის ნათქვამს საქართველოს მხარდაჭერასთან დაკავშირებით, რადგან საქართველო რეფორმებისა და ინსტიტუციური მშენებლობის შუქურა იყო. რუმინეთი, რა თქმა უნდა, აგრძელებს საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერას. მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, პირველ რიგში, მოლაპარაკებები ევროკავშირმა არ შეაჩერა. შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკებები საქართველოს მთავრობამ შეაჩერა. მათი გადასაწყვეტია ამ პროცესის განახლება. მე ევროკავშირის სახელით არ ვსაუბრობ, მაგრამ ეს პროცესი ასე მუშაობს. ევროკავშირში გაწევრიანება განპირობებულია კოპენჰაგენის კრიტერიუმების დაცვით. 1995 წლიდან ეს კრიტერიუმები ყველა ქვეყანამ გაითვალისწინა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანდა. ეს არის პროცესი, რომელიც დროს მოითხოვს. რუმინეთმაც იგივე პროცესი გაიარა. ჩვენ მზად ვართ გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება საქართველოს ხელისუფლებას, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს კრიტერიუმები გულისხმობს პლურალისტურ დემოკრატიას, უმცირესობების პატივისცემას და ასევე ყველა თავისუფლებას, რომელიც გარანტირებულია საქართველოს მიერ რატიფიცირებული დოკუმენტებით - შეკრების თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, სინდისის თავისუფლება. ამიტომ, ვფიქრობ, აუცილებელია არ დავივიწყოთ, რომ ამ მხრივ ეს გამონაკლისი არ იქნება.
რადიო ათინათი - ბატონო ელჩო, თქვენი წინამორბედი, ელჩი კლეიტონი სტუმრობდა ჩვენს სტუდიას 2022 წელს და მას მოუწია საქართველოში ყოფნა, რთულ პოსტპანდემიურ პერიოდში და უკრაინის კრიზისთან დაკავშირებული გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, არანაკლებ რთულ პერიოდს დაემთხვა თქვენი ელჩობა, პირველ რიგში, რა გამოწვევების წინაშე დგას დემოკრატიული სამყარო, ევროკავშირი და ევროპის ქვეყნები? რა შესაძლო ცვლილებებს უნდა ველოდოთ?
გარეტ უორდი - დიახ, მინდა ცოტა მეტი ვისაუბრო ევროპულ უსაფრთხოებასა და ნატოს როლზე. რუმინეთი და გაერთიანებული სამეფო ნატოს საკონტაქტო საელჩოები არიან საქართველოსთან. საქართველო ერთ - ერთია იმ სამი ქვეყნიდან, რომელიც ნატოს წევრობის მსურველია. ამჟამად ნატოში ჩვენ მნიშვნელოვანი ცვლილებები გვაქვს. პირველ რიგში, გაზრდილი საფრთხის პირობებში, თავდაცვის სფეროში რეინვესტირება გვიწევს. და ეს საფრთხე ძირითადად რუსეთიდან მოდის, მაგრამ არა მხოლოდ. სხვა საფრთხეებიც არსებობს. მაგალითად, დიდი ბრიტანეთი ზრდის თავდაცვის ხარჯებს. ევროპის ბევრი სხვა ქვეყანაც იგივეს აკეთებს. მეორე არის ის, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ, როგორ გავუმკლავდეთ ჰიბრიდული საფრთხეების მთელ რიგს, როგორც ადრე აღვნიშნე. საქმე მხოლოდ ტერიტორიულ თავდაცვას არ ეხება. მნიშვნელოვანია, რომ ამჟამად ესტონეთში ბრიტანული ჯარები იმყოფებიან ნატოს ფარგლებში. მაგრამ ეს ეხება ისეთ საკითხებსაც, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება და ჩვენი ინფრასტრუქტურის მდგრადობა. ეს არის გამოწვევები, რომლებთან დაკავშირებითაც გვსურს საქართველოსთან თანამშრომლობა. მაგრამ საქართველოს, რა თქმა უნდა, აქვს არჩევანი. საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, გააგრძელებს თუ არა ამჟამად ევროატლანტიკურ გზას. საქართველოს მთავრობამ უნდა იფიქროს იმაზე, თუ როგორ შეიძლება ნატოსთან მისი ურთიერთობის გაუმჯობესება. უნდა ვთქვა, რომ ამჟამად მიმდინარეობს საქართველო-ნატოს წვრთნები, კრიზისებისადმი მდგრადობის მიმართულებით. ამგვარად, კონტაქტები გრძელდება, მაგრამ ნატოში გაწევრიანების გზაზე საჭიროა ჯანსაღი დემოკრატიული ინსტიტუტები.
რადიო ათინათი - საქართველოში ბრიტანეთისა და რუმინეთის საელჩოებს ნატო-ს საკონტაქტო საელჩოების სტატუსი მიენიჭათ. რა ფუნქცია ეკისრება რუმინეთის საელჩოს, როგორც ნატოს საკონტაქტო პუნქტის საელჩოს, მითუმეტეს, რომ რუმინეთისთვის, ეს მეორე ვადაა, 2016 წლის შემდეგ. რას გულისხომბს ეს და ამ მიმართულებით, რა ფუნქცია აკისრია და რა მიზანი აქვს საკონტაქტო საელჩოებს?
რაზვან როტუნდუ -დიდი მადლობა. როგორც იცით, ნატომ 90-იანი წლების დასაწყისიდან შეიმუშავა საკონტაქტო საელჩოების ქსელი, რათა ხელი შეუწყოს ურთიერთობებს და დიპლომატიურ საქმიანობას პარტნიორ ქვეყნებში. როგორც გარეტმა აღნიშნა, ჩვენ გვაქვს დიალოგი ხელისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, უნივერსიტეტებთან. ვცდილობდით, მაქსიმალურად გაგვეზიარებინა და გაგვევრცელებინა ნატოს გზავნილი. გაგვიმართლა, რომ საქართველოში გვაქვს ნატოს ორიგინალური ცენტრი, რომელიც თბილისშია და იგივე საქმიანობას ეწევა. ის, რომ ჩვენ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ეს საქართველოს კონსტიტუციაში წერია. მაგრამ როგორც გარეტმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებასაც ევალება მოქმედება. ნატოს საზღვარგარეთ განთავსებული ექსპერტების თითქმის ნახევარი საქართველოშია. ასე რომ, ვფიქრობ, ნატოს მონაწილეობა კარგად ჩანს. მინდა კიდევ ერთი რამ დავამატო. ეს ძალიან კარგი გამოცდილებაა. სანამ 2022 წელს, თუ 2023 წელს, საქმიანობას დავიწყებდით, ვიდეოკონფერენცია მქონდა ჩემს კოლეგებთან, რომლებიც ნატოს საკონტაქტო პირები იყვნენ 2016 -2017 წლებში. ასე რომ, შეგვეძლო სიტუაციის შედარება და განვითარების ნახვა. დიდი მადლობა.
რადიო ათინათი - როგორც ვიცი, დიდი ბრიტანეთი 2023 წლიდან ასრულებს ნატოს საკონტაქტო საელჩოს ფუნქციას საქართველოში. შეგიძლიათ ახსნათ მისი მნიშვნელობა?
გარეტ უორდი - რუმინეთთან პარტნიორობა შესანიშნავია. ცხადია, დიდი ბრიტანეთი 1949 წლიდან არის ნატოს წევრი. მაგრამ ნატო, როგორც ალიანსი, 32 წევრამდე გაიზარდა. ახლა ჩვენ გაცილებით ძლიერი ალიანსი გვაქვს, რადგან სხვა ქვეყნებიც შეუერთდნენ, მათ შორის არის რუმინეთიც, რომელიც 20 წლის წინ გაწევრიანდა. ამიტომ, ჩვენ ერთად ვმუშაობთ, ვესაუბრებით საქართველოში უნივერსიტეტების სტუდენტებს, რადგან გვინდა ურთიერთობა გვქონდეს ახალგაზრდა თაობასთან, გავარკვიოთ, როგორია მათი ხედვა საქართველოს მომავლის შესახებ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ, რა ამოძრავებთ ახალგაზრდებს. ზოგადად, ვიტყოდი, რომ ისინი ძალიან მოტივირებულნი არიან ევროპის ღირებულებებით, ასევე საქართველოსთვის ევროპული უსაფრთხოების სივრცის პერსპექტივით. და ეს ჩემთვის აუცილებელი ფუნქციაა. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ნატო-ს მისია არასწორად არ იყოს გაგებული. მაგალითად, არსებობს აზრი, რომ ნატო ცდილობს აგრესიულ გაფართოებას ან რუსეთზე ზეწოლას, რაც ასე არ არის. ნატო თავდაცვითი ალიანსია და ამიტომ ჩვენ ამ აზრს ვავრცელებთ. მაგრამ ჩვენ ასევე ვითვალისწინებთ საქართველოში ახალგაზრდა თაობის ამბიციებს.
რადიო ათინათი - მინდა გკითხოთ შავი ზღვის შესახებ. როგორ ხედავთ, საქართველოს, როგორც შავი ზღვის რეგიონის ერთ -ერთი აქტორის მნიშვნელობას, შესაძლებლობებს და პერსპექტივას?
რაზვან როტუნდუ - დიდი მადლობა. რუმინეთისთვის, რა თქმა უნდა, შავი ზღვა ჩვენი საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ჩვენ ვხედავთ თავისუფალი, უსაფრთხო და აყვავებული შავი ზღვის რეგიონის საჭიროებას. ყველა სახელმწიფოსთვის, რომელსაც აქვს შავ ზღვაზე გასასვლელი, უნდა ჰქონდეს სარგებელი. ჩვენ დავარწმუნეთ ჩვენი პარტნიორები ევროკავშირსა და ნატო-ში, შეემუშავებინათ სტრატეგიები ამ რეგიონისთვის. სამწუხაროდ, რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ, ჯერ 2014 წელს და მერე 2022 წელს, აჩვენა, რომ შესაძლოა, ამ რეგიონს გაცილებით მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს. ამ სასტიკმა აგრესიამ აჩვენა მსოფლიოს შავი ზღვის რეგიონის გეოსტრატეგიული მნიშვნელობა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ახალი რეალობა გულისხმობს დაძაბულობის ზრდას, საზღვაო უსაფრთხოებისთვის საშიშროების წარმოქმნას და ასევე ჰიბრიდული ომის ახალ გამოწვევებს. სწორედ ამიტომ არის საჭირო, რომ შავ ზღვაზე მდებარე სახელმწიფოებმა ითანამშრომლონ მდგრადობისა და ეკონომიკური კონტაქტების გასაძლიერებლად. საქართველოს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს და ჩვენ ველით ამ მიმართულებით თანამშრომლობას საქართველოსთან. ისევ გავიმეორებ, საქართველომ უნდა იმოქმედოს ამ მიმართულებით.
რადიო ათინათი - ბატონო ელჩო, თქვენ რას დაამატებდით, შავი ზღვის კონტექსტში საქართველოს მნიშვნელობაზე
გარეტ უორდი - რამდენიმე შენიშვნას დავამატებ. დიდი ბრიტანეთი საზღვაო სახელმწიფოა. ჩვენ გვესმის საზღვაო გზების მნიშვნელობა ვაჭრობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის, ასევე ნავიგაციის თავისუფლების შენარჩუნებისთვის. ასევე ვხედავთ, რომ გლობალურ სასურსათო ბაზარზე ბევრი პრობლემა შეიქმნა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შეჩერების გამო. ასე რომ, ეს კიდევ ერთი ზიანია, რომელიც რუსეთმა მიაყენა გლობალურ ეკონომიკას. საქართველოსთან დაკავშირებით, ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოს სანაპირო დაცვასთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ საქართველომ შეძლოს წვლილი შეიტანოს ნატო-ს საქმიანობაში, ასევე ჰქონდეს სანაპირო ზოლის ძლიერი და მყარი დაცვა.
რადიო ათინათი - და ბოლოს, მინდა გკითხოთ, რა შთაბეჭდილებები დაგრჩათ სამეგრელოს რეგიონის პოტენციურ და სამომავლო განვითარების შესაძლებლობებზე.
გარეტ უორდი - მე ორ მიმართულებას გამოვყოფდი. პირველ რიგში, ჩვენ გვსურს საქართველოში ჩამოსული ბრიტანელი ტურისტების რაოდენობის გაზრდა. ახლა აღდგენილია პირდაპირი ფრენა. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ტურისტების რაოდენობა ნამდვილად გაიზრდება. მინდა ხელი შევუწყო სამეგრელოში ბუნებრივი, ისტორიული და კულტურული ტურიზმის შესაძლებლობებს. მეორე, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც განათლებაზე, კვლევებსა და ინოვაციებზეა დაფუძნებული. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ჩვენს უნივერსიტეტებსა და სკოლებს შორის საგანმანათლებლო კონტაქტების გაზრდას შევძლებთ და ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტიპენდიების პროგრამების წყალობით სამეგრელოდან მეტი სტუდენტი და მომავალი ლიდერი ჩამოვა სასწავლებლად დიდ ბრიტანეთში.
რადიო ათინათი - თქვენ რას ფიქრობთ, ბატონო ელჩო, ჩვენი რეგიონის პოტენციალზე
რაზვან როტუნდუ - დიდი მადლობა. რა თქმა უნდა, მე, როგორც მეზობელი ვლაპარაკობ, რადგან სანაპირო რეგიონებს შორის უზარმაზარი შესაძლებლობები და ეკონომიკური თანამშრომლობაა. ვიტყოდი, რომ თუ სიტუაცია ოდნავ გაუმჯობესდება, რუმინელი ინვესტორები ნამდვილად დაინტერესდებიან მცირე საწარმოო ობიექტების აშენებით, განსაკუთრებით ფოთის რაიონში, რადგან ახლა ძალიან მარტივია საქონლის ტრანსპორტირება და ევროკავშირში მისი შეტანა. რადგან კონსტანცადან გერმანიამდე პირდაპირი საზღვაო კავშირი გვაქვს და ასევე, მომავალ წელს დასრულდება საავტომობილო გზების სისტემა. ასე რომ, სამეგრელო შეიძლება იყოს ძალიან კარგი წერტილი ქართული საქონლის ევროკავშირში გასატანად. მეორე, რა თქმა უნდა, ტურიზმია. სამწუხაროდ, ჯერ არ გვაქვს პირდაპირი ხაზები, რაც შესანიშნავი იქნებოდა. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუმინეთის მოქალაქეებს, რომ ეწვიონ საქართველოს. განათლების სფეროშიც, რუმინეთი ყოველწლიურად უზრუნველყოფს სტიპენდიებს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის და ზოგჯერ სწავლის საფასურსაც, რომელსაც რუმინეთის მთავრობა იხდის. ვფიქრობ, რომ შესაძლებლობები არსებობს.
მათ ისაუბრეს ჩვენს რეგიონში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე, ბრიტანულ - ქართული და რუმინულ - ქართული სტრატეგიული პარტნიორობისა და მეგობრობის ისტორიაზე, ასევე იმაზე, თუ რა მიმართულებებით ვითარდება ამ ეტაპზე ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა; საქართველოს გამოწვევებზე, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების ფონზე, გაერთიანებული სამეფოს და რუმინეთის, როგორც ნატოს საკონტაქტო საელჩოების ფუნქციებსა და მიზნებზე, იმაზე, თუ როგორ გაგრძელდება, ამ სახელმწიფოების მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა, ხელისუფლების მხრიდან გადადგმული შესაბამისი ნაბიჯების პირობებში;
მათ ასევე ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშე დგას დღეს დემოკრატიული სამყარო, ევროკავშირი და ევროპის ქვეყნები, მათ შორის, უკრაინის ომის და სხვა მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე.
რადიო ათინათი - ბატონო ელჩო, პირველად სტუმრობთ თუ არა სამეგრელოს და რა იგეგმება თქვენი ვიზიტის ფარგლებში?
გარეტ უორდი - დიდი მადლობა მოწვევისთვის. მიხარია, რომ აქ ვარ ჩემს მეგობართან და კოლეგასთან, რუმინეთის ელჩთან, რაზვანთან ერთად. მართალი ხართ, ეს ჩემი პირველი ვიზიტია ზუგდიდსა და სამეგრელოში. მე რამდენიმე კონკრეტული მიზანი მაქვს. მინდა ვესაუბრო იმ ადამიანებს, რომლებიც პროექტების ბენეფიციარები არიან. ისინი საზოგადოებრივ ინიციატივებზე მუშაობენ. მინდა მეტი გავიგო ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად არსებული სიტუაციის შესახებ. ასევე მინდა ვესაუბრო სტუდენტებს, განსაკუთრებით კი საქართველოს ნატოსთან ურთიერთობის თემაზე. და ბოლოს, რა თქმა უნდა, მინდა ვნახო ეს ქალაქი და ვეძებო ახალი შესაძლებლობები, კერძოდ, ტურისტული შესაძლებლობები. ჩვენ გვინდა მეტი ბრიტანელი წავახალისოთ, რომ ეწვიონ საქართველოს და ნახონ სამეგრელო.
რადიო ათინათი - იგივე შეკითხვა მაქვს თქვენთანაც, ბატონო ელჩო. ეს თქვენი პირველი ვიზიტია სამეგრელოს რეგიონში? რა გეგმები გაქვთ?
რაზვან როტუნდუ - ეს ჩემი პირველი ვიზიტი არ არის სამეგრელოში, მაგრამ ყველაზე ხანგრძლივია. სამეგრელო რუმინეთის სანაპიროსთან ყველაზე ახლოს მდებარე რეგიონია. ვგულისხმობ შავი ზღვის მთელ საქართველოს სანაპიროს. კონსტანცა და ფოთი პარტნიორი ქალაქებია და ველით ამ პარტნიორობის განვითარებას. მოხარულები ვართ, რომ ფოთსა და კონსტანცას შორის საბორნო მიმოსვლა დაიწყო და სრულად ფუნქციონირებს. ვფიქრობ, ეს ჩვენი ურთიერთობებისთვის ძალიან კარგი საფუძველია.
რადიო ათინათი - გაერთიანებული სამეფოს და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები 30 წელზე მეტს ითვლის, როგორ შეაფასებდით ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მეგობრობის ხანგრძლივ ისტორიას? რა მიმართულებებით ვითარდება ამ ეტაპზე ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა?
გარეტ უორდი - დიახ. ჩვენ 33 წელია დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს. რა თქმა უნდა, პირველი ქართული რესპუბლიკის დროსაც გვქონდა დიპლომატიური ურთიერთობა. ჩვენი თანამშრომლობის სამი ძირითადი მიმართულება არსებობს. პირველი არის პოლიტიკური კონტაქტები და უნდა ვთქვა, რომ ამ ეტაპზე ეს საკმაოდ რთულია, რადგან არის რამდენიმე საკითხი, რაც გვაშფოთებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მრავალპარტიულ დემოკრატიას და სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში. ვიცით, რომ არსებობს სირთულეები, რომლებზეც შემიძლია უფრო დეტალურად ვისაუბრო, თუ გსურთ. თუმცა, თანამშრომლობის სხვა სფეროები ეკონომიკურ სფეროს ეხება და დიდი ბრიტანეთი მთავარი ინვესტორია საქართველოში. ძირითადი ინვესტიციები ფინანსური მომსახურების სექტორშია. და ბოლოს, განათლება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, ცხადია, ჩვენ ვუწყობთ ხელს ქართველი სტუდენტების სწავლას დიდ ბრიტანეთში. ასევე ვეხმარებით ინგლისური ენის სწავლის შესაძლებლობებს საქართველოში, ხელს ვუწყობთ საქართველოს უნივერსიტეტებს, რომ უფრო მეტად გავიდნენ საერთაშორისო დონეზე.
რადიო ათინათი - რუმინეთის და დამოუკიდებელი საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები ხანგრძლივ ისტორიას ითვლის ასევე, უფრო შორს რომ წავიდეთ, საქართველოსა და რუმინეთის გამაერთიანებელ სიმბოლოს წარმოადგენს ანთიმოზ ივერიელი. უნდა აღინიშნოს, რომ რუმინეთი ერთ - ერთი პირველი იყო იმ სახელმწიფოთა შორის, რომელმაც, 1991 წლის 27 აგვისტოს აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა. როგორ შეაფასებდით ამ პერიოდში საქართველო-რუმინეთის ურთიერთობას? ამ ეტაპზე, რა მნიშვნელოვან მიმართულებებს გამოყოფდით, ქვეყნებს შორის ურთიერთობის განვითარების თვალსაზრისით?
რადიო ათინათი - როგორც თქვენ თქვით, გაერთიანებული სამეფო წლების განმავლობაში მხარს უჭერდა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას და ევროინტეგრაციისკენ სვლას. ამ კონტექსტში რა დახმარებას უწევდა გაერთიანებული სამეფო ათეული წლების განმავლობაში საქართველოს?
გარეტ უორდი - დიახ, ვფიქრობ, ღირს გამეორება, რომ დიდი ბრიტანეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენ ვიცით ტაქტიკა და ზეწოლა, რომელსაც რუსეთი ახორციელებს საქართველოზე. განსაკუთრებით, თუ როგორ ახდენს ის ზეწოლას, ოკუპაციას და კონტროლს აფხაზეთზე. დროთა განმავლობაში დიდმა ბრიტანეთმა განავითარა ძალიან ძლიერი თავდაცვისა და უსაფრთხოების ურთიერთობა საქართველოსთან. ჩვენ ვუჭერთ მხარს წვრთნებს, ვუჭერთ მხარს ახალ შესაძლებლობებს, რათა საქართველომ შეძლოს თავდაცვა და აირჩიოს თავისი მოკავშირეები უსაფრთხოებისთვის, რათა მას ჰქონდეს ინფორმაცია სიტუაციისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ. ჩვენ ვიცით რა ჰიბრიდული ტიპის მეთოდებს იყენებს რუსეთი საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში, რა თქმა უნდა. ევროპაშიც არის კიბერშეტევები, დივერსია და საინფორმაციო ზეწოლა. ასე რომ, ეს არის ის სფეროები, რომლებშიც ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან მისი მდგრადობის გასაუმჯობესებლად.
რადიო ათინათი - რუმინეთი ის სახელმწიფოა, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებს; რუმინეთი ევროკავშირის წევრი პირველი სახელმწიფოა, რომელმაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებების რატიფიცირება მოახდინა. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე რუმინეთმა მხარი დაუჭირა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებას. თქვენმა სახელმწიფომ არაერთხელ დაადასტურა რუმინეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მათ შორის, 2022 წლის დეკლარაციით, „საქართველოსა და რუმინეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ჩამოყალიბების თაობაზე". ამ გზაზე, თქვენ რა ეტაპებს გამოყოფდით, როგორც ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერი?
რაზვან როტუნდუ -როგორც აღნიშნეთ, რუმინეთი მუდმივად უჭერდა მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას, ასევე მის უფლებას, აირჩიოს პოლიტიკური და სამხედრო მოკავშირეები. ჩვენ ასევე გვაქვს ორმხრივი თანამშრომლობა თავდაცვის საკითხებში. რუმინეთი ასევე მუდმივად უჭერდა მხარს ნატო-საქართველოს სპეციალური პაკეტის პროგრამას. ასევე, რუმინეთი მხარს უჭერდა ყველა ინიციატივას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. რა თქმა უნდა, 2008 წლის ომის შემდეგაც რუმინეთი იყო ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი საქართველოსთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარების მიმართულებით. ამიტომ, ვფიქრობ, რომ რუმინეთის მხრიდან მუდმივი მხარდაჭერა ბოლო ათწლეულების განმავლობაში ფაქტებით დადასტურდა. რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული კონტაქტების გაგრძელება და დამყარება.
რადიო ათინათი - მინდა გკითხოთ მიმდინარე სიტუაციის შესახებ. ბატონო ელჩო, იმ პერიოდში, რაც აქ ხართ, თქვენ გქონდათ შესაძლებლობა დაკვირვებოდით ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, პროევროპულ პროტესტებს, რაც მოჰყვა ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებას, მედიაზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლის პირობებში, რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო?
გარეტ უორდი - მე ვფიქრობ, რომ საქართველო ორი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას და საქართველო მარტო არ დგას ამ გამოწვევების წინაშე. ევროპაში ევროპის უსაფრთხოების კუთხით ძალიან დაძაბული სიტუაციაა. რა თქმა უნდა, მთავარი პრობლემა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრაა. დიდი ბრიტანეთისა და სხვა მრავალი ევროპული ქვეყნისთვის ნომერ პირველი ამოცანაა უზრუნველყოს უკრაინაში მდგრადი და სამართლიანი მმართველობა, რაც უკრაინას სუვერენიტეტს შეინარჩუნებს. საქართველო ასევე დგას უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და რუსეთისგან თავდაცვის გამოწვევის წინაშე. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა დემოკრატიული ინსტიტუტები. საქართველოს დასავლეთში ძლიერი რეპუტაცია აქვს მრავალპარტიული დემოკრატიის რეფორმირებისა და მშენებლობის გამო. თუმცა, ბოლო პერიოდში მისი რეპუტაცია შეირყა. განსაკუთრებით გვაშფოთებს სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლა. გვაშფოთებს, რომ დამოუკიდებელ მედიას ავიწროებენ და დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოში მომავალი არჩევნები თავისუფალი, სამართლიანი და მრავალპარტიული იქნება. მრავალპარტიული დემოკრატია აუცილებელია იმისთვის, რომ ევროპული ოჯახის ნაწილი გახდე.
რადიო ათინათი - ბატონო ელჩო, თქვენ როგორ აფასებთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაპაუზების ფონზე, მაშინ, როდესაც გამოკითხვები უჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა მომხრეა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის; თქვენ ხედავთ უწყვეტ პროევროპულ აქციებს, როგორ გაგრძელდება, რუმინეთის მხარდაჭერა, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების გააქტიურების თვალსაზრისით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის და მსოფლიოში მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე?
რაზვან როტუნდუ - დიდი მადლობა. სრულიად ვეთანხმები გარეტის ნათქვამს საქართველოს მხარდაჭერასთან დაკავშირებით, რადგან საქართველო რეფორმებისა და ინსტიტუციური მშენებლობის შუქურა იყო. რუმინეთი, რა თქმა უნდა, აგრძელებს საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერას. მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, პირველ რიგში, მოლაპარაკებები ევროკავშირმა არ შეაჩერა. შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკებები საქართველოს მთავრობამ შეაჩერა. მათი გადასაწყვეტია ამ პროცესის განახლება. მე ევროკავშირის სახელით არ ვსაუბრობ, მაგრამ ეს პროცესი ასე მუშაობს. ევროკავშირში გაწევრიანება განპირობებულია კოპენჰაგენის კრიტერიუმების დაცვით. 1995 წლიდან ეს კრიტერიუმები ყველა ქვეყანამ გაითვალისწინა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანდა. ეს არის პროცესი, რომელიც დროს მოითხოვს. რუმინეთმაც იგივე პროცესი გაიარა. ჩვენ მზად ვართ გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება საქართველოს ხელისუფლებას, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს კრიტერიუმები გულისხმობს პლურალისტურ დემოკრატიას, უმცირესობების პატივისცემას და ასევე ყველა თავისუფლებას, რომელიც გარანტირებულია საქართველოს მიერ რატიფიცირებული დოკუმენტებით - შეკრების თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, სინდისის თავისუფლება. ამიტომ, ვფიქრობ, აუცილებელია არ დავივიწყოთ, რომ ამ მხრივ ეს გამონაკლისი არ იქნება.
რადიო ათინათი - ბატონო ელჩო, თქვენი წინამორბედი, ელჩი კლეიტონი სტუმრობდა ჩვენს სტუდიას 2022 წელს და მას მოუწია საქართველოში ყოფნა, რთულ პოსტპანდემიურ პერიოდში და უკრაინის კრიზისთან დაკავშირებული გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, არანაკლებ რთულ პერიოდს დაემთხვა თქვენი ელჩობა, პირველ რიგში, რა გამოწვევების წინაშე დგას დემოკრატიული სამყარო, ევროკავშირი და ევროპის ქვეყნები? რა შესაძლო ცვლილებებს უნდა ველოდოთ?
გარეტ უორდი - დიახ, მინდა ცოტა მეტი ვისაუბრო ევროპულ უსაფრთხოებასა და ნატოს როლზე. რუმინეთი და გაერთიანებული სამეფო ნატოს საკონტაქტო საელჩოები არიან საქართველოსთან. საქართველო ერთ - ერთია იმ სამი ქვეყნიდან, რომელიც ნატოს წევრობის მსურველია. ამჟამად ნატოში ჩვენ მნიშვნელოვანი ცვლილებები გვაქვს. პირველ რიგში, გაზრდილი საფრთხის პირობებში, თავდაცვის სფეროში რეინვესტირება გვიწევს. და ეს საფრთხე ძირითადად რუსეთიდან მოდის, მაგრამ არა მხოლოდ. სხვა საფრთხეებიც არსებობს. მაგალითად, დიდი ბრიტანეთი ზრდის თავდაცვის ხარჯებს. ევროპის ბევრი სხვა ქვეყანაც იგივეს აკეთებს. მეორე არის ის, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ, როგორ გავუმკლავდეთ ჰიბრიდული საფრთხეების მთელ რიგს, როგორც ადრე აღვნიშნე. საქმე მხოლოდ ტერიტორიულ თავდაცვას არ ეხება. მნიშვნელოვანია, რომ ამჟამად ესტონეთში ბრიტანული ჯარები იმყოფებიან ნატოს ფარგლებში. მაგრამ ეს ეხება ისეთ საკითხებსაც, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება და ჩვენი ინფრასტრუქტურის მდგრადობა. ეს არის გამოწვევები, რომლებთან დაკავშირებითაც გვსურს საქართველოსთან თანამშრომლობა. მაგრამ საქართველოს, რა თქმა უნდა, აქვს არჩევანი. საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, გააგრძელებს თუ არა ამჟამად ევროატლანტიკურ გზას. საქართველოს მთავრობამ უნდა იფიქროს იმაზე, თუ როგორ შეიძლება ნატოსთან მისი ურთიერთობის გაუმჯობესება. უნდა ვთქვა, რომ ამჟამად მიმდინარეობს საქართველო-ნატოს წვრთნები, კრიზისებისადმი მდგრადობის მიმართულებით. ამგვარად, კონტაქტები გრძელდება, მაგრამ ნატოში გაწევრიანების გზაზე საჭიროა ჯანსაღი დემოკრატიული ინსტიტუტები.
რადიო ათინათი - საქართველოში ბრიტანეთისა და რუმინეთის საელჩოებს ნატო-ს საკონტაქტო საელჩოების სტატუსი მიენიჭათ. რა ფუნქცია ეკისრება რუმინეთის საელჩოს, როგორც ნატოს საკონტაქტო პუნქტის საელჩოს, მითუმეტეს, რომ რუმინეთისთვის, ეს მეორე ვადაა, 2016 წლის შემდეგ. რას გულისხომბს ეს და ამ მიმართულებით, რა ფუნქცია აკისრია და რა მიზანი აქვს საკონტაქტო საელჩოებს?
რაზვან როტუნდუ -დიდი მადლობა. როგორც იცით, ნატომ 90-იანი წლების დასაწყისიდან შეიმუშავა საკონტაქტო საელჩოების ქსელი, რათა ხელი შეუწყოს ურთიერთობებს და დიპლომატიურ საქმიანობას პარტნიორ ქვეყნებში. როგორც გარეტმა აღნიშნა, ჩვენ გვაქვს დიალოგი ხელისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, უნივერსიტეტებთან. ვცდილობდით, მაქსიმალურად გაგვეზიარებინა და გაგვევრცელებინა ნატოს გზავნილი. გაგვიმართლა, რომ საქართველოში გვაქვს ნატოს ორიგინალური ცენტრი, რომელიც თბილისშია და იგივე საქმიანობას ეწევა. ის, რომ ჩვენ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ეს საქართველოს კონსტიტუციაში წერია. მაგრამ როგორც გარეტმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებასაც ევალება მოქმედება. ნატოს საზღვარგარეთ განთავსებული ექსპერტების თითქმის ნახევარი საქართველოშია. ასე რომ, ვფიქრობ, ნატოს მონაწილეობა კარგად ჩანს. მინდა კიდევ ერთი რამ დავამატო. ეს ძალიან კარგი გამოცდილებაა. სანამ 2022 წელს, თუ 2023 წელს, საქმიანობას დავიწყებდით, ვიდეოკონფერენცია მქონდა ჩემს კოლეგებთან, რომლებიც ნატოს საკონტაქტო პირები იყვნენ 2016 -2017 წლებში. ასე რომ, შეგვეძლო სიტუაციის შედარება და განვითარების ნახვა. დიდი მადლობა.
რადიო ათინათი - როგორც ვიცი, დიდი ბრიტანეთი 2023 წლიდან ასრულებს ნატოს საკონტაქტო საელჩოს ფუნქციას საქართველოში. შეგიძლიათ ახსნათ მისი მნიშვნელობა?
გარეტ უორდი - რუმინეთთან პარტნიორობა შესანიშნავია. ცხადია, დიდი ბრიტანეთი 1949 წლიდან არის ნატოს წევრი. მაგრამ ნატო, როგორც ალიანსი, 32 წევრამდე გაიზარდა. ახლა ჩვენ გაცილებით ძლიერი ალიანსი გვაქვს, რადგან სხვა ქვეყნებიც შეუერთდნენ, მათ შორის არის რუმინეთიც, რომელიც 20 წლის წინ გაწევრიანდა. ამიტომ, ჩვენ ერთად ვმუშაობთ, ვესაუბრებით საქართველოში უნივერსიტეტების სტუდენტებს, რადგან გვინდა ურთიერთობა გვქონდეს ახალგაზრდა თაობასთან, გავარკვიოთ, როგორია მათი ხედვა საქართველოს მომავლის შესახებ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ, რა ამოძრავებთ ახალგაზრდებს. ზოგადად, ვიტყოდი, რომ ისინი ძალიან მოტივირებულნი არიან ევროპის ღირებულებებით, ასევე საქართველოსთვის ევროპული უსაფრთხოების სივრცის პერსპექტივით. და ეს ჩემთვის აუცილებელი ფუნქციაა. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ნატო-ს მისია არასწორად არ იყოს გაგებული. მაგალითად, არსებობს აზრი, რომ ნატო ცდილობს აგრესიულ გაფართოებას ან რუსეთზე ზეწოლას, რაც ასე არ არის. ნატო თავდაცვითი ალიანსია და ამიტომ ჩვენ ამ აზრს ვავრცელებთ. მაგრამ ჩვენ ასევე ვითვალისწინებთ საქართველოში ახალგაზრდა თაობის ამბიციებს.
რადიო ათინათი - მინდა გკითხოთ შავი ზღვის შესახებ. როგორ ხედავთ, საქართველოს, როგორც შავი ზღვის რეგიონის ერთ -ერთი აქტორის მნიშვნელობას, შესაძლებლობებს და პერსპექტივას?
რაზვან როტუნდუ - დიდი მადლობა. რუმინეთისთვის, რა თქმა უნდა, შავი ზღვა ჩვენი საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ჩვენ ვხედავთ თავისუფალი, უსაფრთხო და აყვავებული შავი ზღვის რეგიონის საჭიროებას. ყველა სახელმწიფოსთვის, რომელსაც აქვს შავ ზღვაზე გასასვლელი, უნდა ჰქონდეს სარგებელი. ჩვენ დავარწმუნეთ ჩვენი პარტნიორები ევროკავშირსა და ნატო-ში, შეემუშავებინათ სტრატეგიები ამ რეგიონისთვის. სამწუხაროდ, რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ, ჯერ 2014 წელს და მერე 2022 წელს, აჩვენა, რომ შესაძლოა, ამ რეგიონს გაცილებით მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს. ამ სასტიკმა აგრესიამ აჩვენა მსოფლიოს შავი ზღვის რეგიონის გეოსტრატეგიული მნიშვნელობა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ახალი რეალობა გულისხმობს დაძაბულობის ზრდას, საზღვაო უსაფრთხოებისთვის საშიშროების წარმოქმნას და ასევე ჰიბრიდული ომის ახალ გამოწვევებს. სწორედ ამიტომ არის საჭირო, რომ შავ ზღვაზე მდებარე სახელმწიფოებმა ითანამშრომლონ მდგრადობისა და ეკონომიკური კონტაქტების გასაძლიერებლად. საქართველოს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს და ჩვენ ველით ამ მიმართულებით თანამშრომლობას საქართველოსთან. ისევ გავიმეორებ, საქართველომ უნდა იმოქმედოს ამ მიმართულებით.
რადიო ათინათი - ბატონო ელჩო, თქვენ რას დაამატებდით, შავი ზღვის კონტექსტში საქართველოს მნიშვნელობაზე
გარეტ უორდი - რამდენიმე შენიშვნას დავამატებ. დიდი ბრიტანეთი საზღვაო სახელმწიფოა. ჩვენ გვესმის საზღვაო გზების მნიშვნელობა ვაჭრობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის, ასევე ნავიგაციის თავისუფლების შენარჩუნებისთვის. ასევე ვხედავთ, რომ გლობალურ სასურსათო ბაზარზე ბევრი პრობლემა შეიქმნა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შეჩერების გამო. ასე რომ, ეს კიდევ ერთი ზიანია, რომელიც რუსეთმა მიაყენა გლობალურ ეკონომიკას. საქართველოსთან დაკავშირებით, ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოს სანაპირო დაცვასთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ საქართველომ შეძლოს წვლილი შეიტანოს ნატო-ს საქმიანობაში, ასევე ჰქონდეს სანაპირო ზოლის ძლიერი და მყარი დაცვა.
რადიო ათინათი - და ბოლოს, მინდა გკითხოთ, რა შთაბეჭდილებები დაგრჩათ სამეგრელოს რეგიონის პოტენციურ და სამომავლო განვითარების შესაძლებლობებზე.
გარეტ უორდი - მე ორ მიმართულებას გამოვყოფდი. პირველ რიგში, ჩვენ გვსურს საქართველოში ჩამოსული ბრიტანელი ტურისტების რაოდენობის გაზრდა. ახლა აღდგენილია პირდაპირი ფრენა. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ტურისტების რაოდენობა ნამდვილად გაიზრდება. მინდა ხელი შევუწყო სამეგრელოში ბუნებრივი, ისტორიული და კულტურული ტურიზმის შესაძლებლობებს. მეორე, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც განათლებაზე, კვლევებსა და ინოვაციებზეა დაფუძნებული. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ჩვენს უნივერსიტეტებსა და სკოლებს შორის საგანმანათლებლო კონტაქტების გაზრდას შევძლებთ და ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტიპენდიების პროგრამების წყალობით სამეგრელოდან მეტი სტუდენტი და მომავალი ლიდერი ჩამოვა სასწავლებლად დიდ ბრიტანეთში.
რადიო ათინათი - თქვენ რას ფიქრობთ, ბატონო ელჩო, ჩვენი რეგიონის პოტენციალზე
რაზვან როტუნდუ - დიდი მადლობა. რა თქმა უნდა, მე, როგორც მეზობელი ვლაპარაკობ, რადგან სანაპირო რეგიონებს შორის უზარმაზარი შესაძლებლობები და ეკონომიკური თანამშრომლობაა. ვიტყოდი, რომ თუ სიტუაცია ოდნავ გაუმჯობესდება, რუმინელი ინვესტორები ნამდვილად დაინტერესდებიან მცირე საწარმოო ობიექტების აშენებით, განსაკუთრებით ფოთის რაიონში, რადგან ახლა ძალიან მარტივია საქონლის ტრანსპორტირება და ევროკავშირში მისი შეტანა. რადგან კონსტანცადან გერმანიამდე პირდაპირი საზღვაო კავშირი გვაქვს და ასევე, მომავალ წელს დასრულდება საავტომობილო გზების სისტემა. ასე რომ, სამეგრელო შეიძლება იყოს ძალიან კარგი წერტილი ქართული საქონლის ევროკავშირში გასატანად. მეორე, რა თქმა უნდა, ტურიზმია. სამწუხაროდ, ჯერ არ გვაქვს პირდაპირი ხაზები, რაც შესანიშნავი იქნებოდა. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუმინეთის მოქალაქეებს, რომ ეწვიონ საქართველოს. განათლების სფეროშიც, რუმინეთი ყოველწლიურად უზრუნველყოფს სტიპენდიებს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის და ზოგჯერ სწავლის საფასურსაც, რომელსაც რუმინეთის მთავრობა იხდის. ვფიქრობ, რომ შესაძლებლობები არსებობს.
მასალის გამოყენების პირობები