რეგიონი
სააღდგომო ლიტურგია დიდ ტაძრებში დისტანციით ჩატარდება, მცირე ეკლესიებში კი მრევლის გარეშე
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, დიდ ეკლესიებში სააღდგომო ლიტურგია ორმეტრიანი დისტანციით ჩატარდება. მცირე ზომის ეკლესიებში კი მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან. ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე პრემიერმინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა ისაუბრა ისაუბრა.

"ეკლესიაში დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ნორმა, რომელიც დადგენილია ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ. კერძოდ, დიდი ზომის ეკლესიებში დაცული უნდა იყოს, მინიმუმ 2-მეტრიანი სოციალური დისტანცია, მცირე ზომის ეკლესიებში უნდა იყვნენ მხოლოდ სასულიერო პირები და ეკლესიის მსახურები", — თქვა ჩიქოვანმა.

მისივე ინფორმაციით ეკლესიები არ დაიკეტება და ყველა ტაძართან მობილიზებული იქნება პოლიციის ეკიპაჟები, რომლებიც ადგილზე უზრუნველყოფენ კომენდანტის სახით გათვალისწინებული ნორმების და სოციალური დისტანციის დაცვას.

Print