რეგიონი
ყაზანის "რუბინის" ფეხბურთელი წალენჯიხაში შეჭირვებულ ოჯახებს დაეხმარა
რუსეთის ქალაქ ყაზანის ,,რუბინის“ 19 წლის ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ წალენჯიხაში მცხოვრებ შშმ პირებს, სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან, ხანდაზმულ მარტოხელებს და ვეტერანი ფეხბურთელების ოჯახებს 50 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადასცა. საჩუქარი 100 ოჯახს ერგო. სპორტსმენი ამბობს, რომ მან საჭირო თანხის მობილიზება საკუთარი ხელფასიდან შეძლო

"ჩემი საჩუქარი მცირედია, მაგრამ ეს ისაა, რისი გაკეთებაც შევძელი. წალენჯიხა ძალიან მიყვარს და მინდოდა დავხმარებოდი ჩემს ხალხს, რომელსაც თანადგომა ყველაზე მეტად ახლა სჭირდება. ბევრი არაფერი გამიკეთებია, მაგრამ იმედია ჩემი საჩუქარი გაახარებთ მათ“, - უთხრა რადიო „ათინათს“- ახალგაზრდა ფეხბურთელმა.

ახალგაზრდა ფეხბურთელი ამჟამად საქართველოშია, თუმცა პანდემიის დასრულების და მიმოსვლის აღდგენის შემდეგ კლუბში დაბრუნებას გეგმავს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
28 / მარტი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 12 °C
img
სოხუმი 10 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 0 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.