საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა ხორავას
ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე სასამართლოს მიერ დღეს
გამოტანილი განაჩენის შემდეგ დატოვა.
„მე ვიყავი და ვარ თქვენს გვერდით. როგორც ქვეყნის მთავარ პროკურორს
და როგორც მამას, არც თანამდებობა მიღირს თქვენი შვილის სიცოცხლედ და
არც არაფერი სხვა“, - მიმართა გარდაცვლილთა მშობლებს საგანგებო
ბრიფინგზე შოთაძემ.
მისივე განცხადებით, პროკურატურის მიერ სასამართლოში წარდგენილი
მტკიცებულებები უზრუნველყოფდა საქმეზე სამართლიანი განაჩენის დადგომას
და დარწმუნებულია, რომ ყველა დამნაშავე დაისჯება, თუმცა აცხადებს, რომ
ერთია საქმის სამართლებრივი მხარე და მეორე - ადამიანური და სწორედ ამ
უკანასკნელი ფაქტორიდან გამომდინარე ტოვებს თანამდებობას.
ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლიდან იკავებდა.
ის 2015 წლის 27 ნოემბერს ამ თანამდებობაზე პარლამენტმა აირჩია.
მასალის გამოყენების პირობები