ახალი ამბები
მამუკა ხაზარაძე ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ტოვებს
"თი ბი სი ბანკისა" და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდნენ, სადაც მათთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ უნდა იმსჯელონ. დარბაზში შესვლამდე მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ მომდევნო კვირაში ის და ბადრი ჯაფარიძე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მმართველ საბჭოს დატოვებენ.

"ის ზარალი, რაც მათ პროკურატურის განცხადებით საქართველოს ეკონომიკას მიაყენეს არის დანაშაული. მომავალ კვირას ჩვენ გვექნება პრესკონფერენცია. შევცვლით ანაკლიის მმართველ საბჭოს. მე თავმჯდომარეობას და ბადრი მოადგილეობას ჩამოვშორდებით, რომ ვინმემ არ დაგვაბრალოს, რომ ჩვენ გამო შეჩერდა ინვესტიცია", - ამბობს ხაზარაძე.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით დღეს მიმართა.


Print