ახალი ამბები
იანვარში სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 13 ფაქტი გამოავლინეს
2020 წლის იანვარში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 309 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის 6 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. ამავე ცნობით, ბოლო თვის განმავლობაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 13 ფაქტი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 450 კუბური მეტრი ხე-ტყე.
Print