ახალი ამბები
ქეთევან ციხელაშვილი თანამდებობას ტოვებს
სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში  ქეთევან ციხელაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს ელჩად ინიშნება.  

"ვფიქრობ, მისი გამოცდილება ამ მიმართულებით იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი. მას მუდმივად ჰქონდა შეხება ამ საკითხებთან", - აღნიშნა ზალკალიანმა.

ქეთევან ციხელაშვილი სახელმწიფო მინისტრად 2016 წლიდან მუშაობს.  ის მინისტრის მოვალეობას 15 ივნისამდე შეასრულებს.


Print