ახალი ამბები
მესტიიდან ზუგდიდში გადმოყვანილ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა
რუხის საავადმყოფოში კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. ახალგაზრდა ქალი კლინიკაში 16 აგვისტოს მესტიიდან გადმოიყვანეს და მას PCR ტესტით ვირუსული ინფექცია წუხელ დაუდასტურდა.

საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მაიკო ჯანაშიას ინფორმაციით, პაციენტს პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი კვლევა უტარდება.

"მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, აღენიშნება ხველა, მადის დაქვეითება, საერთო სისუსტე",- აღნიშნავს ჯანაშია.

ამავე კლინიკაში კიდევ ათი ინფიცირებულია მოთავსებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. მათი მდგომარეობა სტაბილურია.
Print