ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის კიდევ 296 შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში Covid-19-ის სულ 4 960 შემთხვევა დაფიქსირდა.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 60-ით გაიზარდა და ამ ეტაპზე 1 819-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 584 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 პირი. 

კორონავირუსის შედეგად საქართველოში 27 ადამიანი გარდაიცვალა.


Print