ახალი ამბები
სამეგრელოში გამოვლენილი კორონავირუსის 60 შემთხვევიდან, 26 ზუგდიდში დაფიქსიერდა
რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 438 ნიმუშებიდან 60 -ზე დადებითი პასუხია. აქედან, 26 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამავე ცნობით, 12 შემთხვევა დაფიქსირდა ფოთში, 6 - სენაკში, 5 - ხობში, 4 - წალენჯიხაში, 1 ჩხოროწყუში, 6 - მესტიაში. მათი ნაწილი უკვე დადასტურებული კონტაქტები არიან, ხოლო ნაწილი ახალი შემთხვევებია და ისინი ცხელებით შესული პაციენტები არიან.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 130 კოვიდ პაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით 62 ადამიანი გამოჯანმრთელდა. საკარანტინო სივრცეში 151 მოქალაქე იმყოფება.


Print