ახალი ამბები
რუხის კლინიკაში 5 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ადგილების არ არსებობის გამო სხვაგან ვერ გადაჰყავთ - ადმინისტრაცია
რუხის საავადმყოფოს ადმინისტრაციის ცნობით, კლინიკაში მოთავსებული 5 კოვიდპაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში საჭიროებენ მკურნალობას, თუმცა ადგილების არ არსებობის გამო სხვა კლინიკებში ვერ გადაჰყავთ. საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის ნინო აკობიას ცნობით, პაციენტებს ამჟამად ჟანგბადი მიეწოდებათ.

ამ დროისთვის კლინიკაში მკურნალობის კურსს სულ 152 კოვიდპაციენტი გადის, მათგან 50-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

დღეს სამეგრელოში კორონავირუსის 280 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 166 ზუგდიდში გამოვლინდა.
Print