ახალი ამბები
სამეგრელოს კლინიკებში 228 კოვიდინფიცირებული მკურნალობს
სამეგრელოში არსებულ კოვიდმიმღებ ცენტრებში ამ ეტაპზე 228 პაციენტი მკურნალობს. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 148 პაციენტი, მათ შორის 80-ის მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 40 პირი მკურნალობს, მათ შორის 13 მძიმე. სენაკში, სენამედის კლინიკაში 40 ადამიანი მკურნალობს, მათგან 2 მძიმედაა.

რეგიონის მასშტაბით საკარანტინო სივრცეში იმყოფება 99 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ 237 ადამიანს დაუდასტურდა.
Print