ახალი ამბები
საქსტატი: ბოლო წელს სურსათზე ფასები 6, 2 %-ით გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფასები 6.2 პროცენტით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.03 პროცენტული პუნქტით აისახა. ამის შესახებ საქსტატის მიერ გავრცელებულ დოკუმენტშია აღნიშნულია.

აქვე ვკითხულობთ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ზეთის ფასი 34%-ით, შაქრის - 14 %-ით, თევზეულის - 10.6 %-ით, პურისა და პურპროდუქტების - 8.7 %-ით, სხვადასხვა რძის ნაწარმის კი 6.4%-ით გაიზარდა. ასევე ფასები მომატებულია წყალზე, უალკოჰოლო სასმელებზე, შემცირებულია ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, ხილსა და ყურძენზე.

„საქსტატის“ მონაცემებით, ფასები ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ბოლო წლის მანძილზე მომატებულია 9.8 პროცენტით, ავეჯის, საოჯახო ნივთების, სახლის მოვლის ჯგუფში - 12.3 პროცენტით, ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში - 8.1 პროცენტით.

რაც შეეხება საცხოვრებლის, წყლისა და და ელექტროენერგიის ფასებს, დაფიქსირდა 21.2 პროცენტიანი კლება.

ფოტო: ინტერნეტი

Print