ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით 238 ადამიანი დაინფიცირდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 684 ახალი შემთხვევა, აქედან 238 სამეგრელო - ზემო სვანეთში. ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 562 627-ს. ვირუსისგან განიკურნა 2 695 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებულთა ჯამური რაოდენობა გაიზარდა 509 181-მდე.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა კორონავირუსით დაავადებული 83 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 732 პირი ემსხვერპლა.
Print