ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით ინფიცირების 189 შემთხვევა გამოვლინდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 743 ახალი შემთხვევა, აქედან 189 სამეგრელო-ზემო სვანეთში. ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 613 012-ს. ვირუსისგან განიკურნა კიდევ 2 266 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 585 071-მდე.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა კორონავირუსით დაავადებული 29 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დაავადებას ჯამში 8 946 პირი ემსხვერპლა.
Print