ახალი ამბები
199 ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი სამეგრელო-ზემო სვანეთში​
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების 5 567 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 199 ადამიანს დაუდასტურდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა ამ ეტაპზე 984 802-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა კიდევ 1 661 პირი, ხოლო ჯამში მათი რაოდენობა გაიზარდა 924 072-მდე. 

დღეისთვის ქვეყანაში ფიქსირდება ინფიცირების მიმდინარე 46 309 აქტიური შემთხვევა, საიდანაც 4 379 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, კორონავირუსით კიდევ 36 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს საქართველოში 14 395 პირი ემსხვერპლა.
Print