ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში​ კორონავირუსის შემთხვევებმა იმატა
გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში ინფიცირების 8 767 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 344 ადამიანს დაუდასტურდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა ამ ეტაპზე 1 030 710-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა კიდევ 5 173 პირი, ხოლო ჯამში მათი რაოდენობა გაიზარდა 951 428-მდე. 

დღეისთვის ქვეყანაში ფიქსირდება ინფიცირების მიმდინარე 64 625 აქტიური შემთხვევა, საიდანაც 4 342 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, კორონავირუსით კიდევ 49 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს საქართველოში 14 631 პირი ემსხვერპლა.
Print