ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით კიდევ 1 233 პირი დაინფიცირდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 19 098 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 17 531 პირი, ხოლო 38 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი შემთხვევებიდან, თბილისში 9 295 დაფიქსირდა, აჭარა - 1 456, იმერეთი - 2 988, ქვემო ქართლი - 1 008, შიდა ქართლი - 1 147, გურია - 417, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 233, კახეთი - 828, მცხეთა-მთიანეთი - 336, სამცხე-ჯავახეთი - 318, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 72.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 210 274, საიდანაც 5 850 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 282 პირი.
1 962 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 174 - თბილისში, 569 - აჭარაში.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 314 603.

Print