ახალი ამბები
ბოლო ერთ კვირაში აფხაზეთში კორონავირუსი 312 პირს დაუდასტურდა
1-ელიდან 8 აგვისტოს ჩათვლით აფხაზეთის დე პარტო რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების 312 შემთხვევა დადასტურდა.

ინფორმაციას აფხაზური მედია ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამავე ცნობით, გუდაუთის საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული 23 პაციენტი მკურნალობს.


Print