ახალი ამბები
საქართველოს მთავრობა თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამას იწყებს
საქართველოს მთავრობა თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამას იწყებს.

აღნიშნულის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე არის ჩართული ამ სექტორში, თხილის წარმოებაში. სამწუხაროდ, ფაროსანას ნეგატიური ეფექტი ჯერ კიდევ არის წარმოდგენილი, თუ არ ვცდები, 2017 წელს შემოვიდა ფაროსანა და მან გამოიწვია ძალიან დიდი კლება თხილის წარმოებს. მოგეხსენებათ, რომ წელსაც მაინცდამაინც კარგი მოსავალი არ იყო. ხარისხი იყო შედარებით გაუარესებული, ამას ემატება ის, რომ მოთხოვნაა შემცირებული და ფასები დაკლებულია მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე. ამიტომ ჩვენ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, რომ წავახალისოთ და ხელი შევუწყოთ ამ სექტორში მომუშავე ფერმერებს და ფიზიკურ პირებს, დავეხმაროთ მაქსიმალურად," - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, პროგრამა ითვალისწინებს თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობას, თხილის მოვლა/მოყვანისთვის საჭირო საქონლის ღირებულების სუბსიდირების გზით.
Print