ახალი ამბები
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია ხვალიდან დაიწყება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, ხვალიდან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყება და 16 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

როგორც სამინისტრო განმარტავს, აპლიკაციის შევსება შესაძლებელია ონლაინ, ვებგვერდზე – vet.emis.ge და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემსწავლელ დაწესებულებებში.

"2024 წელს, მიღება ცხადდება ინტეგრირებულ პროგრამებზეც, რაც საბაზო განათლების მქონე პირებს საშუალებას აძლევს, პროფესიულ განათლებასთან ერთად, მიიღონ სრული ზოგადი განათლებაც. აღნიშნული პროგრამების დასრულების შედეგად, გაიცემა პროფესიული დიპლომი, რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების ატესტატთან და სურვილის შემთხვევაში უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას ქმნის", - ვკითხულობთ სამინისტროს ვებ გვერდზე.

ისინი აღნიშნავენ, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მოქმედი წესი უზრუნველყოფს პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას.

Print