Error
”ენგურჰესის” ელექტროენერგიის ექსპორტზე კონკურსი გამოცხადდა
"ენგურჰესისა" და ,,ვარდნილჰესების კასკადის“ საექსპორტო ელექტროენერგიის თურქეთში რეალიზაციაზე კონკურსი გამოცხადდა. ელექტროენერგიის საპროგნოზო მოცულობა, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ, 2014 წლის განმავლობაში 200 მილიონ კვტ/სთ-ს შეადგენს. ექსპორტი, ძირითადად, ივნისში, ივლისსა და აგვისტოში უნდა განხორციელდეს. კონკურსში მონაწილეს უნდა გააჩნდეს თურქეთში ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობის, ან პირდაპირი მომხმარებლის უფლების დამადასტურებელი ცნობა. კომერციული წინადადება, სადაც 1 კვტ.სთ ელექტროენერგიის ფასი იქნება მითითებული, პრეტენდენტმა კომპანია ”ენგურჰესში” უნდა წარადგინოს. გარდა ამისა, თურქეთში მოქმედი ბანკებიდან გარანტია, მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 2%-ის ოდენობით. დახურული კონვერტები 3 თებერვალს გაიხსნება და ზეპირი ვაჭრობა გაიმართება. კონკურსში ის პრეტენდენტი გაიმარჯვებს, ვინც ყველაზე მაღალ ფასს დააფიქსირებს.
Print