Error
აჭარის თამბაქო არომატიზირებულ სიგარებს დაამზადებს
„აჭარის თამბაქოს“ ინფორმაციით, ქართულ სიგარაზე მოთხოვნამ ზაფხულის სეზონზე 50%–ით მოიმატა. კომპანიის გენერალური დირექტორი  რეალიზაციის მაჩვენებლის  მატებას საქართველოში ზაფხულში ტურისტთა  ნაკადის ზრდით ხსნის. ამჟამად „აჭარის თამბაქო“ ერთი სახეობის სამ სხვადასხვა ზომის სიგარას აწარმოებს და ერთი ცალის ფასი 18-20 ლარია. დირექტორის ცნობითვე, ამჟამად  კომპანია მოსავალს იღებს და მოთხოვნის შესაბამის პროდუქტს დაამზადებენ. მისი თქმით, შემოდგომაზე კომპანია პროდუქციის გამრავლფეროვენებას გეგმავს და არომატიზირებული სიგარების დამზადებას დაიწყებს.
Print