რეგიონი
ზუგდიდში მოხალისეობრივი ცენტრის ჩამოყალიბებაზე იმსჯელეს (ვიდეო)


დღეს ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ დამოკრატიული ჩართულობის ცენტრში

შეხვედრა გამართა. მან დიდთოვლობის დროს გამოკვეთილ პრობლემებსა და მსგავს სიტუაციებში საზოგადოების როლზე ისაუბრა.

შეხვედრის მთავარი მიზანი თვითმმართველობის გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების გაზიარება და საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებიის მიერ მოხალისეობრივი ჯგუფის ჩამოყალიბება იყო.

„მერია მზად იყო ყველანაირად ,შესაძლებლობების ფარგლებში ,ერთადერთი მუნიციპალიტეტი ვარ რომელსაც ტექნიკა არ დახვდა,პროდუქტიული იყო დღევანდელი შეხვედრა და მოვუწოდებ მოსახლეობას დიდთოვლობისა და სხვადასხავა სტიქიების დროს გვერდში დაგვიდგეს “,-აცხადებს ზუგდიდის მერი.

შეხვედრა მერისა და ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ინიციატივით ჩატარდა. დისკუსიაში მონაწილეობა მერიის შესაბამისმა სამსახურებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მედიის წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა.

 

Print