რეგიონი
ხატების გამოფენა ART- გალერეაში (ვიდეო)
ზუგდიდის ART- გალერეაში თბილისში მოღვაწე ხატმწერის შალვა გერაძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ფერმწერის თქმით, მისი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გახდეს მრევლი, რადგან ამბობს, რომ საქართველო ხატის მადლმა გადაარჩინა.

მან გამოფენა ქალაქ ზუგდიდს და ზუგდიდელებს მიუძღვნა. ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია "არტ-უნივერსალის" და ზუგდიდის სამხატვრო გალერეას ორგანიზებით შედგა.
Print