რეგიონი
ზუგდიდში მამაკაცი დაჭრეს
ზუგდიდში რამდენიმე საათის წინ მამაკაცი, არსებული ინფორმაციით, დანით დაჭრეს. ის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერის ინფორმაციით, პაციენტს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

„პაციენტი შემოიყვანეს შოკურ მდგომარეობაში. მას გულ-მკერდის არეში შემღწევი ჭრილობები, სავარაუდოდ, ბასრი იარაღით აქვს მიყენებული“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ორჟონიამ.

შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 117-ე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს, რაც სამიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყებაში ამბობენ, რომ აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

დანაშაულის ჩადენის მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია.

Print