რეგიონი
ფოთელმა ბიჭმა 26 მაისის აღსანიშნავად ამერიკაში კლასელებთან ერთად საქართველოს ჰიმნი იმღერა (ვიდეო)
ქართულ-ამერიკული გაცვლითი პროგრამის, FLEX-ის მონაწილე ფოთელმა არჩილ გვასალიამ ამერიკელ კლასელებთან ერთად საქართველოს ეროვნულ ჰიმნი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად შეასრულა. შესაბამისი ვიდეო საქართველოში ამერიკის საელჩომ გაავრცელა.

„ქართულ-ამერიკული მეგობრობის სიმღერით გამოვლინების კიდევ ერთი მაგალითი. ჩვენ ძალიან გვიყვარს კულტურების გაზიარება და გაცვლითი პროგრამები, სწორედ, ამას ემსახურება“, - აღნიშნულია ვიდეოს მინაწერში.









Print