რეგიონი
მაინც ავაშენებთ !!! - მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტზე
„ანაკლიის განვითარების კონსორიუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პორტის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა. „მაინც ავაშენებთ“, - წერს ხაზარაძე და თან ურთავს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პორტის გენერალური მშენებელი უმსხვილესი ფრანგული კომპანია გახდა.

საქართველოს მთავარი პროკურატურა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა“ და "თიბისი ბანკის" დამფუძნებელს მამუკა ხაზარაძეს ბრალს წარუდგენს.

უწყებაში განმარტავენ, რომ ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალად ედებათ ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

Print