რეგიონი
25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა
შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.  შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა.

განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვება.

შატილის გზაზე გუშინ საღამოს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რა დროსაც მიკროავტუბუსი 80 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა, 3 კი მძიმედ დაშავდა.
Print