რეგიონი
ენგურჰესის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ
ენგურჰესის ოთხ თანამშრომელს Covid 19 დაუდასტურდა. ისინი უკვე რუხის კლინიკაში არიან გადაყვანილები და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ლევან მებონიას ინფორმაციით, ორი მათგანი ერთი ოჯახის წევრია. ოთხივე გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრია.

კომპანია ნაწილობრივ დისტაციურ რეჟიმზეა გადასული, თანამშრომლებს კი ტესტირება უტარდებათ.


Print