რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 273 ადამიანს დაუდასტურდა
ქვეყნის მასშტაბით ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 033 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 061 პირი, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა. მისივე ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 273 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ქვეყანაში Covid 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 143 376-ს. სულ გამოჯანმრთელდა 121 621 პირი.

ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების კიდევ 39 შემთხვევა დაფიქსირდა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე ჯამში გარდაიცვალა 1 342 ადამიანი.


Print