რეგიონი
ზუგდიდის მუნიციპალური ავტობუსის უბილეთო მგზავრი შესაძლოა 20 ლარით დაჯარიმდეს
ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის უბილეთო მგზავრის ჯარიმების შესახებ ნორმატიულ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მისაღებად ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. ის საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გასაჩივრებისა და ზემდგომ ორგანოში გადაგზავნის წესის მიღებას გულისხმობს. მერიის შპს "მუნიციპალურ ტრანსპორტს" პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს და მისი მიხედვით, უბილეთო მგზავრი 20 ლარით დაჯარიმდება და ეს წესი, სავარაუდოდ, გაზაფხულზე დამტკიცდება.

ინფორმაციისთვის, მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობისთვის ელექტრონული გადახდის სისტემა პირველი თებერვლიდან დაინერგა. მუნიციპალიტეტს სულ ასეთი 40 ერთეული ავტობუსი ემსახურება.

ქალაქის მასშტაბით, მგზავრობის ღირებულება 50 თეთრია, ხოლო სოფლებში 70 თეთრიდან 1 ლარამდე მერყეობს. შეღავათით სარგებლობენ მოსწავლეები, სტუდენტები, უფასო სასადილოს ბენეფიციარები, პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, საპატიო ზუგდიდელები, ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები.

Print