რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 200-ზე მეტ ადამიანს
საქართველოში გასულ 24 საათში ჩატარებული 35 082 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 7 947 შემთხვევა. მათგან სამეგრელო-ზემო სვანეთში ვირუსი 215 პირს დაუდასტურდა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 059 392.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 550 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 967 585.

სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 31 პაციენტი.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 732 პირი ემსხვერპლა.
Print