რეგიონი
აფხაზეთში კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 701 დაინფიცირდა
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ოპერატიული შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში ტესტირება ჩაუტარდა 1270 ადამიანს, მათგან კორონავირუსი დაუდასტურდა 701 პირს. ამავე ცნობით გუდაუთის კლინიკაში გარდაიცვალა კოვიდ 19-ით ინფიცირებული 58 წლის ქალი.

აფხაზეთის კოვიდმიმღებ დაწესებულებებში ამ ეტაპზე 172 ადამიანი მკურნალობს. მძიმეა 47 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. 

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსით ინფიცირების 42 766 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 36150 პირი, გარდაიცვალა 591 ადამიანი.
Print