რეგიონი
პირველი სკოლის კედელი გადაღებეს, წაშლილია წარწერაც (ფოტო)
ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის კედელი, რომელზეც მუქ ნაცრისფერ ფონზე აკაკი წერეთლის შემოქმედებიდან ფრაზები იყო დატანილი, გადაღებეს. წაშლილია წარწერაც. აღნიშნულმა კედელმა საზოგადოების, მათ შორის, მოსწავლეების, მათი მშობლების, მასწავლებლებისა და სხვა ზუგდიდელების უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ "კედელი საფლავის ქვას, წარწერა კი ეპიტაფიას ჰგავს".

როგორც რადიო "ათინათს" სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბულიამ უთხრა, ფერები და წარწერა კედელზე არც სკოლას მოსწონდა და გამოხატულ უკმაყოფილებამდე მისი გადაღებვა გადაწყვეტილი იყო. ბულია ამბობს, რომ სამუშაო მგფ-მა შეასრულა, თუმცა წარწერა არაპროფესიონალური გამოვიდა.

"რადგან ჩვენი სკოლა არის აკაკი წერეთლის სახელობის, გადაწყვიტეს, რომ მისი ფრეზები დაეტანათ კედელზე, თუმცა, გამოვიდა მუქი და არაპროფესიონალური. ეს ჩვენც არ მოგვწონდა, ამიტომ გადაიღება. დავიტანთ, ალბათ იმავე წარწერას, რაც იყო "მომავალი", ან მოვიფიქრებთ სხვა რამეს. კედელი იქნება ფერადი", - აღნიშნა ნინო ბულიამ.



ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. აქ ახალი სასწავლო წელი ჯერ არ დაწყებულია და პროცესის განახლება 26 სექტემბერს იგეგმება.


Print