კულტურა
როდის იგეგმება მორიგი ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ანაკლიაში?
2016 წელს GEM fest აგვისტოს შუა რიცხვებში ჩატარდება. ამის შესახებ სოციალურ ბარ "გენერატორი 9.8"-ში ფესტივალის დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ განაცხადა, რომელმაც საჯარო დისკუსია გამართა თემაზე "საფესტივალო ტურიზმი და მისი მნიშვნელობა საქართველოს ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის". შეხვედრაზე ცნობილი გახდა GEM fest 2016-ის თარიღი და ის საერთაშორისო არტისტები, რომლებიც 11-14 აგვისტოს ანაკლიაში ფესტივალს ენერგიას შემატებენ. მოლაპარაკებები მიმდინარეობს შემდეგ შემსრულებლებთან: Maceo Plex, Seth Troxler, Jamie Jones, GusGus, Paul Kalkbrenner, The Prodigy, The Chemical Brothers, Fedde Le Grand, Nina Kraviz, Solomun, Hot Chip Band, Carl Cox, [a:rpia:r] The Martinez Brothers, Massive Attack, Hardwell და სხვა. ამასთან, 13 ნოემბერს კლუბ "ანდერვილში" GEM fest წარმოგიდგენთ Dixon / Smailov / Gio Shengelia / Autumn Tree (Leon).
Print