კულტურა
სპექტაკლი „ART- ხელოვნება“ ზუგდიდის თეატრში უჩვენეს (ვიდეო)
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატულ თეატრში იასმინა რეზას ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლის „ART- ხელოვნება“ ჩვენება გაიმართა. საღამო თემურ ჩხეიძის რეჟისორობის 50 წლის იუბილეს მიეძღვნა. სპექტაკლში მონაწილეობდნენ მსახიობები ზურა ყიფშიძე, ალეკო მახარობლიშვილი და მიშა გომიაშვილი. სპექტაკლის დაწყებამდე, თემურ ჩხეიძე და მსახიობები ზუგდიდის თეატრში შემოქმედებით კოლექტივს შეხვდა. 50 წლის წინ, 1965 წელს თემურ ჩხეიძე ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელად მუშაობდა.
Print