Error
საზოგადოება
მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ძებნაში მყოფი  მეგის ქარდავა,  სერგო თეთრაძის წამების ეპიზოდში გამართლდა, თუმცა საქმის კიდევ ერთ  ეპიზოდზე 9 წლით  თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სერგო თეთრაძის საქმეში რამდენიმე ეპიზოდია, მათ შორის თეთრაძის,  ჩიკვატიასა და ლონდარიძის წამება. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სწორედ ჩიკვატიასა და ლონდარიძის ეპიზოდებზე გამტყუნდა ქარდავა და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.   ცნობისთვის, პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე, ჯაშუშობის ბრალდებით, 2011 წლის 19 სექტემბერს დააკავეს, 25 სექტემბერს იგი გლდანის ციხეში გარდაიცვალა.    
Print