Error
საზოგადოება
მომიტინგეებმა ლვოვში მილიციის სამმართველო დაიკავეს
მომიტინგეებმა ლვოვში მილიციის სამმართველო დაიკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სტეპან ბანდერას ქუჩაზე მდებარე მილიციის შენობის პირველ სართულზე ჩამტვრეულია ფანჯრები და შესასავლელი კარი. შენობის კიბეებზე კი დოკუმენტებია მობნეული. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ აქტივისტებმა მილიციის შენობაში არსებული დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ყველა დაკავებული გაათავისუფლეს.
Print